მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექნოლოგიების დანერგვით შემცირდა ფერმერების ხარჯი სასუქზე - Proagro

Proagro

კომპანია Proagro-ს დამფუძნებლის, დავით მალაზონიას ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ტექნოლოგიების დანერგვამ ფერმერებს სასუქებზე ხარჯი საგრძნობლად შეუმცირა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მალაზონიას თქმით, Proagro საქმიანობის დაწყებიდან სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებზე იყო ორიენტირებული - საინჟინრო და აგრონომიული მიმართულების ტექნოლოგიების დანერგვიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სრულ დიჯიტალიზაციამდე, ანუ გაციფრულებამდე.

„ტექნოლოგიის დანერგვამ ფერმერებს ინფრასტრუქტურის უკეთ მართვისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა მისცა, რის შედეგადაც სასუქებზე ხარჯი საგრძნობლად შემცირდა. ფერმერების დანახარჯები სასუქებთან დაკავშირებით 2-დან 4-ჯერ შემცირდა“, - დასძენს Proagro-ს ხელმძღვანელი.

კომპანია Proagro აგრობიზნესში საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე 2008 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ის არის უმსხვილესი საირიგაციო, ავტომატიზაციისა და მცენარეთა ფერტიგაციის (გამოკვების) სისტემების მიმწოდებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები