“ტექნოლოგიებით განხორციელებული გენდერული ძალადობის კვლევის" პრეზენტაციაც გუშინ, სასტუმრო რედისონ რედში შედგა. სამყაროს გაციფრულების პარალელურად, სიკეთეებთან ერთად, სამწუხაროდ, ციფრულ სამყაროში თავი ადამიანის ცუდმა გამოვლინებებმაც იჩინა. ხშირად, ნეგატივი ქალებს არაპროპორციულად უფრო ხშირად ხვდებათ, ვიდრე კაცებს, რის გამოც ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობა ჯერაც დიდ პრობლემად რჩება. ბიზნეს სექტორში ჩართულ მეწარმე ქალთა ციფრული უსაფრთხოების საკითხები სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა და მერსი კორპსმა შეისწავლეს და პრობლემების აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამა დაიწყეს.