მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკი ადგილობრივ ტურიზმში დასაქმებული მეწარმეების მხარდასაჭერად

ტერაბანკი ადგილობრივ ტურიზმში დასაქმებული მეწარმეების მხარდასაჭერად
23.08.24 08:14
110
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების — ადგილობრივი ტურიზმისა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს. ხელშეწყობა უპირველესად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, შესაბამისი ბიზნესების დაფინანსებასა და მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებას გულისხმობს.

ბოლო თვეების განმავლობაში ტერაბანკის დაფინანსებით, რაჭაში — 3, კახეთში კი 1 ტურისტული ობიექტის შექმნა და განვითარება დაფინანსდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში თეონა მაისურაძემ სასტუმროს ტიპის ეკო კოტეჯები ააშენა და „ოდა ლუქსი“ გახსნა, სოფელ აგარაში ოთარ ბიბილაშვილმა ვიზიტორებს „პანორამა რაჭას“ მომსახურება შესთავაზა, ასევე აგარაში ლილიკა ტურძილაძემ „აგარუკა“ დააფუძნა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში კი ნინი მანასაშვილმა სასტუმრო „ინ გრემს“, სადაც ცოტა ხნის რესტორანი გახსნა, ახლა წვეულებების მოსაწყობი სივრცე და ახალი სერვისი დაუმატა.

რაჭისა და კახეთის რეგიონები ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს შორის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ბუნება, ღირსშესანიშნაობები თუ კერძები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა სტუმარმასპინძლობის ობიექტებზე – საოჯახო სასტუმროებზე, ეკო კოტეჯებსა თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებელ სივრცეებზე. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, არსებული ტურისტული შესაძლებლობები ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის გამოიყენოს და ვიზიტორებს საუკეთესო გამოცდილება და სერვისი შესთავაზოს.

“ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესის განვითარებაში დაგვეხმარებოდა და ახალ მომხმარებელსაც მოვიზიდავდით, თუმცა მისი განხორციელება ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ტერაბანკთან უკვე დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებდა და ბიზნესსესხისთვის კვლავ მას მივმართეთ. როგორც ყოველთვის, პროცესი კომფორტული და ჩვენზე მორგებული იყო. გარდა ამისა, ბანკის წარმომადგენლების დახმარებით, ჩავერთეთ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროგრამაში, რამაც საპროცენტო ხარჯი საგრძნობლად შეამცირა”, - აღნიშნავს “ინ გრემის” თანადამფუძნებელი ნინი მანასაშვილი.

რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიანში, ტურისტული ობიექტების გამართვას მნიშვნელოვანი ფინანსები სჭირდება. საქმიანობის დაწყებამდე ბიზნესს შემოსავალი არ აქვს და სესხის აღებაც რთულია, თუმცა ტერაბანკი სტარტაპებს განსაკუთრებულ პირობებსა და მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

“მთელი ოჯახი რაჭიდან ვართ და აქ ბიზნესის წამოწყებაზე ბევრჯერ გვიფიქრია. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ პირველი ნაბიჯის გადადგმა გვიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიზნესიდან შემოსავალი ჯერ არ გვქონდა. საბოლოოდ, მიზნის მიღწევაში ტერაბანკი დაგვეხმარა. ბიზნესგეგმის საფუძველზე სტარტაპ სესხის ვისარგებლეთ, ბანკის ხელშეწყობით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროგრამაშიც ჩავერთეთ და პროცენტის სუბსიდია მივიღეთ”, - ამბობს “აგარუკას” დამფუძნებელი ლილიკა ტურძილაძე.

ტერაბანკს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროდუქტის შექმნისა და ინიციატივის განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

“მუდმივად ვცდილობთ, დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებლებს როგორც იდეის განხორციელებაში, ისე არსებული საქმიანობის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით ვქმნით მათზე მორგებულ პროდუქტებსა და შეთავაზებებს. ტერაბანკის მხარდაჭერით, არაერთი ტურისტული ობიექტი დაფინანსდა და ეს მიმართულება ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება”, - აცხადებენ ტერაბანკში.

ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისთვის ტერაბანკი აქტიური ნაბიჯების გადადგმას სამომავლოდაც გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები