მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეაქსელერაციის პროგრამა დასრულდა

ილიაუნიში პრეაქსელერაციის პროგრამა დასრულდა
21.02.24 11:17
429
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკი ახალგაზრდების განათლებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და Zoomout-ის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის პრეაქსელერაციის პროგრამა განხორციელდა.

6 კვირის განმავლობაში პრეაქსელერაციის პროგრამის მონაწილე გუნდები იდეების გენერირებასა და დახვეწაზე, იდეის პროტოტიპირებასა და ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის შექმნაზე, სტარტაპების სამართავად საჭირო ფინანსური ცოდნის მიღებაზე, საინვესტიციო ფონდების მოძიებაზე, საგრანტო განაცხადების წერის ტექნიკებზე, იდეისა თუ პროექტის საინვესტიციო წარდგენის მომზადებაზე მუშაობდნენ.

პროგრამაში სულ 24 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ. პროგრამის დემო დღეს, რომელსაც სასტუმრო „სტამბამ“ უმასპინძლა, ჟიურის საკუთარი პროექტები 10-მა გუნდმა წარუდგინა, მათ შორის გამარჯვებულად კი Strive დასახელდა. გუნდის წევრებს ტერაბანკმა ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი გადასცა.

Strive ერთგვარი ონლაინსივრცეა, რომელიც ვიდეოთამაშების მატჩების მოთამაშეებს მენტორის მოძებნასა და უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება, ამავდროულად, კი თავად მენტორებსაც, რომლებსაც ფრილანსერობა სურთ, საკუთარი შესაძლებლობების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.

პრეაქსელერაციის პროგრამის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს დამწყებ სტარტაპებს, შედეგად კი გააძლიეროს ქართული ეკოსისტემა, რაც მჭიდროდ უკავშირდება ტერაბანკის

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს — ახალგაზრდების განათლებასა და ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერას.

„მოხარულები ვართ, რომ ამ მართლაც საინტერესო და სასარგებლო ინიციატივის პარტნიორები ვიყავით, ჩვენი წამახალისებელი ჯილდოთი კი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს დამატებითი სტიმული მივეცით“ , - აცხადებენ ტერაბანკში.

პრეაქსელერაციის პროგრამა ხორციელდება პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები