მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკის სწრაფი ფულადი გზავნილები რობოტიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიით განხორციელდება

6183c1c291f9a
BM.GE
04.11.21 15:17
542
ტერაბანკმა ბიზნესპროცესებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინოვაციური ნაბიჯი გადადგა და რობოტიზაციის გამოყენება საქართველოში პირველმა დაიწყო.

ბანკში ციფრული რობოტების დანერგვა BDO Digital-თან პარტნიორობით განხორციელდა და პირველ ეტაპზე ისინი სწრაფ ფულად გზავნილებში ინტეგრირდა. ამჟამად რობოტიზაციის დახმარებით 9 ფულადი გზავნილი ხორციელდება: ტრანზაქციებსა და მათ ავტორიზაციას მთლიანად რობოტები ახორციელებენ, ტერაბანკის თანამშრომლები კი მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში ერთვებიან.
ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, გაუმჯობესდა ბანკის თანამშრომლების დროის მართვა და იმ რუტინის ნაცვლად, რომელსაც უკვე რობოტები ასრულებენ, ისინი საკუთარ რესურსს უფრო სტრატეგიულ საკითხებს უთმობენ. შესაბამისად, გაიზარდა მათი პროდუქტიულობაც. ამავდროულად, სრულად გამოირიცხა მექანიკური შეცდომების ალბათობა და დაიზოგა არა მარტო საბანკო პროცესების წარმართვისთვის, არამედ შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დროც.

„გვსურდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის მიგვეღწია, სწორედ ეს იყო BDO Digital-თან თანამშრომლობის მიზანი. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის პროცესი რობოტების მეშვეობით, მართლაც, საგრძნობლად დაჩქარდა, დაიზოგა როგორც პროცესისთვის, ისე შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დრო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტები ჩვენი ვირტუალური თანამშრომლები გახდნენ და ყველა განმეორებადი, რუტინული და წესებზე დაფუძნებული საქმე შეითავსეს. ჩვენს თანამშრომლებს კი გამოუთავისუფლდათ დრო და რესურსი, რომელსაც ახლა კომპანიისთვის ბევრად მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს უთმობენ“, - აცხადებს ტერაბანკის ოპერაციული დირექტორი ვახო ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საწყის ეტაპზე BDO Digital-მა ტერაბანკის ბექ ოფისის საოპერაციო ნაწილი და რობოტიზაციასთან თავსებადობა დეტალურად შეისწავლა და დიაგნოსტიკის საფუძველზე, ავტომატიზაციის შესაძლებლობებიც განსაზღვრა. შედეგად, გამოვლინდა ის პროცესები, რომლებსაც რობოტიზაცია მნიშვნელოვნად დააჩქარებდა, ადამიანური შეცდომის რისკს გამორიცხავდა და ბანკს ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანდა. BDO Digital-თან პარტნიორობის ფარგლებში, ტერაბანკი RPA ტექნოლოგიის დანერგვას სხვა ბიზნესპროცესებშიც გეგმავს.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები