მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის სპონსორობით, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი ჩატარდა

ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის სპონსორობით, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი ჩატარდა
19.12.23 13:44
294
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის სპონსორობით, სასტუმრო „სტამბამ“ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპიკერებისგან პრაქტიკული რჩევები მიეღოთ, აქტუალური პანელური დისკუსიებისთვის მოესმინათ და ახალი, სასარგებლო კავშირები დაემყარებინათ. აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ადგილობრივი სტარტაპების პრეზენტაციები და უახლესი ქართული აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა, რომელმაც სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ტერაბანკის ერთ-ერთი მიზანი აგრარულ სფეროში მრავალფეროვანი ბიზნესების განვითარების მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაა. ამ მიზნის მიღწევისთვის, ბანკი ბიზნესებს, რომლებიც აგრომიმართულებით საქმიანობენ, კონკრეტულად მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე მორგებული პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვან ხელშეწყობას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აგრარული ბიზნესის დაწყების ან უკვე არსებულის გაფართოებისა და გადაიარაღებისთვის დაფინანსება სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი აგრომიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოსთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში კი, კონკრეტული პროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ფერმერებისთვის არსებული პროგრამებისა და შესაძლებლობების გაცნობაზეც ზრუნავს.

„ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, რომლის მხარდაჭერის ფარგლებშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქცენტს აგრომიმართულებაზე ვაკეთებთ. ამ ერთი შეხედვით ტრადიციულ სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება ფერმერებს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაში ეხმარება. შესაბამისად, ამ ფორუმის ჩატარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენთვის კი წარმოადგენდა შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა იმ ბიზნესების თანადგომა და ხელშეწყობა, რომლებიც აგრომიმართულებით საქმიანობენ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ფორუმმა ჯამში 200-მდე დამსწრე — ფერმერები, მწარმოებლები, ტექნოლოგიური მეწარმეები, სტარტაპები, ინვესტორები, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიება ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროს მიერ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით. ტერაბანკსა და ტერა ლიზინგთან ერთად, ფორუმის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და Future Agro Challenge Georgia.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები