მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია შეიქმნა

პარლამენტი

პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც პარლამენტის წევრმა ირაკლი კირცხალიამ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ასევე უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლისა და 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნა, რომლის საქმიანობაც მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების გადაჭრის ხელშეწყობისაკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები