მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თერჯოლასა და ახმეტაში იუსტიციის სახლები აშენდება - პროექტის ღირებულება 11 მილიონია

6309c1c4c772e
BM.GE
27.08.22 11:01
966
თერჯოლაასა და ახმეტაში იუსტიციის სახლების მშენებლობა არის დაგეგმილი - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა.

სამინისტრო ამ პროექტის განხორციელებას გამარტივებული შესყიდვის გზით აპირებს. ახმეტის იუსტიციის სახლის მშენებლობა 5,348,310 ლარი, ხოლო თერჯოლის იუსტციის სახლის მშენებლობა 5,517,580 ლარი დაჯდება.

როგორც ირკვევა, იუსტიციის სახლების მშენებლობის პროექტი ახალი არაა და 2021 წლის სექტემბერში მათ მშენებლობაზე შესაბამისი ხელშეკრულებებიც იყო გაფორმებული და პროექტის მშენებლობა 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამინისტროს განცხადებით, კონტრაქტორმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა. იუსტიციის სახლის შენობების დასრულებას ახლა სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით გეგმავს.

“სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სსიპ „იუსტიციის სახლს“ თერჯოლის და ახმეტის იუსტიციის სახლების მშენებლობის დასრულება დაგეგმილი ჰქონდა 2022 წელს , რასთან დაკავშირებითაც 2021 წლის 14 და 16 ივლისს გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერები (NAT210012915 და NAT210013138), რის საფუძველზეც 2021 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა NAT 01 – 062/21 და NAT 01 – 063/21 ხელშეკრულებები გამარჯვებულ კომპანიასთან - შპს "სამშენებლო კომპანია №1"-თან.

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ორივე შემთხვევაში, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 16 დეკემბერს, თუმცა იმის გამო, რომ მშენებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მიმდინარე წლის 7 აპრილს, N1185 და N 1186 წერილების საფუძველზე ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყდა.

პროექტის მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ იქნა მითითება (იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ 2022 წლის 23 აგვისტოს გამოგზავნილი წერილი N 11606) იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფილიალები უნდა დასრულდეს და გაიხსნას 2023 წლის აპრილის ბოლომდე. იმის გამო, რომ ფილიალების მშენებლობის დასრულებას სჭირდება მინიმუმ 7 თვე, სატენდერო პროცედურების ჩატარების და გამარჯვებულ მომწოდებლეთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, მიწოდების ვადის გათვალისწინებით, სცდება მითითებულ თარიღს. ამასთან, არსებობს იმის რისკიც, რომ ტენდერი დასრულდეს წარუმატებლად, რაც კიდევ უფრო მეტად შექმნის პროექტის ჩავარდნის საფრთხეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ფილიალების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში, გამარტივებული შესყიდვის გზით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები