ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია “ტერმინალი” ქვეყანაში 7 წელია ოპერირებს. ის პირველი ქართული ბრენდი იყო, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე Co-working სივრცეების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა თბილისში 6 ლოკაციაზე და ასევე ბათუმშია შესაძლებელი. როგორ განვითარდა ინდუსტრიის პიონერი გასული 7 წლის განმავლობაში და განვითარების რა სტრატეგია აქვს სამომავლოდ დასახული?
სტუმარი: ჯინო დოლინი - Terminal-ის დირექტორი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად;