ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს Tesla-ს პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტის მეშვეობითაც შეეძლებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის ფასი ისევ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს - 48,000 აშშ დოლარს მიაღწია.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის განცახდებით, ის კრიპტოვალუტების მხარდამჭერია და ბიტკოინის ფართო აღიარებასაც ელის.
“მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი ძალიან ახლოსაა ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ფართოდ აღიარებასთან,“ - განაცხადა მასკიმ.