მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla Cybertruck-ის პროგრამის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

Cybertruck

Tesla Cybertruck-ის პროგრამის ხელმძღვანელი – სიდჰანტ ავასთი თანამდებობას ტოვებს. მან კომპანიაში 8 წელიწადი გაატარა და 2022 წლიდან ის Tesla-ს პირველი პიკაპის გამოშვებას ზედამხედველობდა.

მართალია, ავასთის კომპანიიდან წასვლის მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს Cybertruck-ის არასახარბიელო შედეგებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ კომპანია ყოველწლიურად 250,000 ელექტრო პიკაპის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა რეალური გაყიდვების მაჩვენებელი 25,000-ის ფარგლებშია, ანუ შედეგი პროგნოზზე 10-ჯერ უარესია.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Cybertruck-ის წარმოება 3 წლით დაგვიანდა და ის იმაზე გაცილებით ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ილონ მასკი მოელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები