ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla მზად არის, ინდოეთში საწარმოს ასაშენებლად $2 მილიარდი გამოყოს. თუმცა ამისთვის ინდოეთის ხელისუფლება ოპერირების პირველ 2 წელს მათ ავტომობილებზე იმპორტის გადასახადის 15%-მდე შემცირებაზე უნდა დასთანხმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა რამდენიმე თვის წინაც იტყობინებოდა, რომ ინდოეთი ელექტრომობილების პოლიტიკის ცვლილებაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც იმპორტის გადასახადები 15%-მდე შემცირდებოდა.
ამჟამად ავტომობილებზე, რომელთა ღირებულებაც $40 000-ს აჭარბებს, ინდოეთი საიმპორტო გადასახადად 100%-ს აწესებს, $40 000-მდე ღირებულების ავტომობილებზე კი 70%-ს.
ილონ მასკის კომპანია მზადაა, ინდოეთში $500 მილიონი ინვესტიცია განახორციელოს, თუ მთავრობა ვალდებულებებს 12 000 ავტომობილისთვის შეუმსუბუქებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება 30 000 ერთეულ ელექტრომობილზე გავრცელდება, ავტომწარმოებელი ინდოეთში $2 მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს.