მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-მ ჩინეთში ავტოპილოტით სარგებლობის უფლება მიიღო

ავტოპილოტი

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ ჩინეთის მასშტაბით თვითმართვადი ავტოპილოტის სერვისით სარგებლობის უფლება მიიღო.

ცვლილების შედეგად, Tesla-ს ექნება საშუალება, ჩინეთის ბაზარზე გაყიდულ ელექტრომობილებში ავტოპილოტის ფუნქციონალი გაააქტიუროს, რაც აქამდე ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული იყო.

ავტოპილოტის ფუნქციონალი Tesla-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომელიც მას სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით აქვს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის მაღალ და საშუალო ფენაში Tesla-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ავტოპილოტის სერვისი კი ერთ-ერთი ის ფუნქციონალია, რომელსაც მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

მარეგულირებლის განმარტებით, Tesla-ს ავტოპილოტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ მოთხოვნას აკმაყოფილებს და მისი გამოყენება ქვეყანაში ნებადართული უნდა იყოს.

მარეგულირებლის მხრიდან მწვანე შუქის ანთების ფონზე, საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 10%-ით გაიზარდა.