მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ Cybertruck-ები შესაკეთებლად კიდევ ერთხელ გამოიხმო

cybertruck

Tesla-ს ელექტროპიკაპების გარშემო პრობლემები ისევ გრძელდება, ამჯერად კომპანიამ ათასობით Cybertruck-ი ქარხანაში შესაკეთებლად უკვე მეოთხედ გამოიხმო.

როგორც ჩანს, ახალი პრობლემა ელექტრონულ მოტორს უკავშირდება, რომელიც საქარე მინის საწმენდის მუშაობას უზრუნველყოფს. არსებობს მაღალი რისკი, რომ მოტორი მწყობრიდან გამოვიდეს და უამინდობაში მძღოლი საქარე მინის საწმენდის გარეშე აღმოჩნდეს, რაც დიდ რისკს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ კომპანიას ავტომობილების უკან გამოხმობა უწევს.

კიდევ ერთი პრობლემა Cybertruck-ის ძარას უკავშირდება, უფრო კონკრეტულად, პანელებს, რომელთა შორის, ვიბრაციის გამო, გაუთვალისწინებელი ღარები ჩნდება, რაც პანელის ჩამოვარდნის რისკს აჩენს.

მართალია, Cybertruck-ის წარმოება უკვე 6 თვეა მიმდინარეობს, თუმცა საწარმოო პროცესი ჯერაც არ არის ბოლომდე გამართული და ავტომობილს უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ტექნიკური პრობლემები აქვს, რაც ელექტროპიკაპის მომსახურებას Tesla-სთვის განსაკუთრებით არასახარბიელო საქმედ აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები