Tesla-მ ოფიციალურად ამოიღო Cybertruck-ის უკანა ამძრავი (rear-wheel-drive) ვერსია თავისი ონლაინ კონფიგურატორიდან, რის შემდეგაც მოდელების რიგში მხოლოდ ორმოტორიანი სრული ამძრავი (All-Wheel Drive) და სამმოტორიანი Cyberbeast დარჩა.
უკანა ამძრავი ვერსია 2025 წლის აპრილში გამოვიდა ბაზარზე, თუმცა მას თავიდანვე აკლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია. უკანა ამძრავის ვერსიის საწყისი ფასი 72,235 დოლარი იყო, რაც 10,000-ით ნაკლებია სრული ამძრავის ვერსიაზე ($82,235), თუმცა მისი ნაკლებად შთამბეჭდავი შესაძლებლობები და კომფორტის მინიმალური დონე, ავტომობილის მოთხოვნაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
რაც შეეხება ოფიციალურ მიზეზს, ის Tesla-მ არ დაასახელა, თუმცა სავარაუდოდ გადაწყვეტილება სუსტი გაყიდვებით არის განპირობებული. Cybertruck-ის გამოშვებამდე კომპანია 1 მილიონზე მეტ წინასწარ შეკვეთას ვარაუდობდა და გეგმავდა წელიწადში 250–500 ათას ერთეულამდე წარმოებას. რეალობაში კი შედეგები ბევრად მოკრძალებულია: 2024 წელს გაყიდული იყო დაახლოებით 24,000 ერთეული, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში – მხოლოდ 15,000.
ამჟამად Cybertruck-ის მოდელების ხაზი მხოლოდ ორ ვარიანტს მოიცავს: All-Wheel Drive ($82,235) და Cyberbeast ($117,235).




























