მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ Model S-ის და X-ის ფასები შეამცირა

6407455dcfbf8
გიორგი თოლორდავა
07.03.23 18:40
1259
ელექტრომობილების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ, Tesla-მ ფლაგმანური პროდუქციის ფასების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

Model S-ის საწყისი ღირებულება ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით 89,000 დოლარამდე შემცირდა; Model X-ის საწყისი ფასი კი 99,990 დოლარით განისაზღვრა, რაც ელექტრომობილების გაიაფების თითქმის 10%-იანი მაჩვენებელია.

10-დან 15,000 დოლარამდე ავტომობილების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის მასშტაბით Tesla-ს გაყიდვების გაუარესებასთან, განსაკუთრებით კი პრემიუმ სეგმენტში.

მოთხოვნის შემცირების მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდა, საპროცენტო განაკვეთების მატება და ავტოლიზინგის გაძვირებაა, რის გამოც ამერიკელები ახალი, ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენისგან თავს იკავებენ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კომპანია Tesla-ს Model S-ის დიზაინი ფუნდამენტურად თითქმის ათი წელია არ შეუცვლია, გერმანულ, ამერიკულ თუ აზიურ კონკურენტებს კი გაცილებით უფრო ახალი და დახვეწილი ფლაგმანური სედანები ჰყავთ.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები