მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla-მ Model Y-ისა და Model 3-ის იაფიანი მოდელები წარადგინა

Tesla

ელექტრომობილების ამერიკული ინდუსტრიის გიგანტმა, Tesla-მ ახალი, გაცილებით ხელმისაწვდომი Model Y და Model 3-ები წარადგინა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ, ბიუჯეტური Model Y-ის ფასი $39,990 დოლარი იქნება და სტანდარტულ მოდელზე $11,000 დოლარით ნაკლები ეღირება, ხოლო $44,000-ად შეფასებული Model 3-ის ხელმისაწვდომი ვარიანტის ღირებულება $36,990 იქნება.

ერთი დამუხტვით მათ, საშუალოდ, 516 კილომეტრის გავლა შეეძლებათ, თუმცა ელექტრომობილებში აღარ დაგხვდებათ Tesla-სთვის სახასიათო პანორამული ჭერი და პრემიუ მასალისაგან დამზადებული ინტერიერი. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ბიუჯეტურ მანქანებს ავტოპილოტის ფუნქცია არ ექნებათ. იაფიან Tesla-ს ელექტრომობილებს 100 კილომეტრი სიჩქარის განვითარება 6.8 წამში შეეძლებათ, ამასთან, მანქანას მხოლოდ უკანა წამყვანი ბორბლები ექნება.

ილონ მასკის კომპანიამ ბიუჯეტური Model Y-ისა და Model 3-ის გამოშვების გადაწყვეტილება შტატების ხელისუფლების მიერ ელექტრომობილებისთვის $7,500-დოლარიანი სუბსიდიების გაუქმებისა და ბაზარზე კონკურენციის ზრდის ფონზე მიიღო. Tesla-ში იმედოვნებენ, რომ გაცილებით ხელმისაწვდომი მოდელების წარდგენა შედეგს გამოიღებს და კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები