მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ შანხაიში მდებარე უმსხვილესი ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა

5eb3f2290dfab
თამთა ჯიჯავაძე
07.05.20 21:40
2813
Tesla-მ შანხაიში მდებარე უმსხვილესი ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ შეატყობინა ქარხნის თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ, ოთხშაბათს უნდა დაბრუნებულიყვნენ სამსახურში, რომ 9 მაისამდე უხანგრძლივდებათ არდადეგები. წარმოების შეჩერების ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ჩინური ონლაინ გამოცემა წერს, რომ წარმოების შეჩერების მიზეზი ავტონაწილების დეფიციტი გახდა. განაახლებს თუ არა 9 მაისს ქარხანა მუშაობას, ჯერ უცნობია.

შანხაის ქარხნის მუშაობის გაჩერება ნიშნავს იმას, რომ Tesla მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის ახალ ავტომობილებს არ აწარმოებს, ვინაიდან მისი კიდევ ერთი ქარხანა კალიფორნიაში, ასევე გაჩერებულია. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის ჩინეთში არსებული ქარხნის ფუნქციონირება, ვინაიდან აშშ–ში ბიზნესების გახსნა კიდევ რამდენიმე თვე თუ არა, რამდენიმე კვირა არ დაიწყება.

შეგახსენებთ, შანხაის ქარხანამ მუშაობა ჩინეთში გავრცელებული ეპიდემიის გამო თებერვალში შეაჩერა. თუმცა, ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელი იყო, რომელმაც წარმოება განაახლა, მას შემდეგ რაც ჩინეთში ბიზნესების გახსნა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები