მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს ავტომობილების რეგისტრაცია აშშ-ში 63%-ით გაიზარდა

600969f3ef9aa
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.21 00:35
1119
ანალიტიკური კომპანია Cross-Sell-ის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ავტომობილების რეგისტრაცია 63%-ით გაიზარდა გასული წლის მეოთხე კვარტალში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რეგისტრაციის უმეტესი ნაწილი ბრენდის კომპაქტურ ქროსოვერ Model Y-ზე მოდის, აღნიშნული მოდელი დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებს შორის. რეგისტრაციების მხრივ Model Y-მ უკვე გაუსწრო Tesla-ს მეორე მოთხოვნად ავტომობილს Model 3-ს.

ანალიტიკური კომპანია Cross-Sell-ის ანგარიშის მიხედვით, Tesla-ს Model Y-ის რეგისტრაციების რაოდენობამ 11,417 შეადგინა, ხოლო Model 3-ის რეგისტრაციის რაოდენობა 34%-ით შემცირდა და 7,044 შეადგინა.

რაც შეეხება Tesla-ს ავტომობილების რეგისტრაციას კვარტალურ ჭრილში, მეოთხე კვარტალში 22,117 ავტომობილი დარეგისტრირდა აშშ-ში, მაშინ როდესაც გასული წლის მესამე კვარტალში ავტომობილების რეგისტრაციის რაოდენობამ 16,200 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები