მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla სათაო ოფისს კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანს

61603d9070362
ნათია თაქთაქიშვილი
09.10.21 00:30
622
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა აქციონერთა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქარხნის სათაო ოფისს კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ილონ მასკმა ქარხნის გადატანის მიზეზად ახალი ქარხნის მოხერხებული მდებარეობა და დაბალი ფასები დაასახელა. მისი თქმით, ქარხანა მხოლოდ 5 წუთით არის დაშორებული აეროპორტიდან, ხოლო ცენტრიდან ნახევარი საათის სავალზეა. ამასთან, ტეხასში, შესაძენი სახლის საშუალო ფასი 588,000 აშშ დოლარია და ეს მაშინ როდესაც კალიფორნიაში საშუალო დონის სახლის საყიდლად 3.3 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.

მასკის თქმით, სათაო ოფისის გადატანის მიუხედავად, Tesla კალიფორნიაში გაფართოებას ისევ განაგრძობს.

„ეს არ ნიშნავს, რომ Tesla კალიფორნიას ტოვებს. ჩვენ განვიხილავთ წარმოების გაზრდას მინიმუმ 50%-ით“, - განაცხადა ილონ მასკმა.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი ქარხნის კალიფორნიიდან ტეხასში გადატანაზე გასული წლის დეკემბრიდან ალაპარაკდა, მაშინ მასკმა საკუთარი გადაწყვეტილება მაღალი გადასახადებით და დიდი ხარჯებით ახსნა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები