მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tether-ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება - კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

649be30d4cde4
BM.GE
28.06.23 11:36
708
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited - ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited - ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა პაოლო არდოინომ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია Tether - ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება.

მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether - ი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის, რომელიც მათ ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები