"დეკემბრის მეორე ნახევრიდან თვის ბოლომდე თითქმის ყველა ნომერი დაკავებულია", - ამბობს ტატო შელია, რომლის ინფორმაციითაც, სასტუმროს ჯავშნიან როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე ჯავშნები უცხოელი ტურისტებისგანაც შემოდის. მენეჯერმა მაგალითად უკრაინა მოიყვანა.
„სტუმრებს სრულ სერვისს ვთავაზობთ - ვგულისხმობ კვებას, ასევე გადაადგილებას მესტიის მასშტაბით, რათა სურვილის შემთხვევაში დაათვალიერონ კურორტი. რა თქმა უნდა, სასტუმროს აქვს რესტორანიც, თუმცა covid-რეგულაციების გამო ქეიფი და მასშტაბური ღონისძიებები არ გვექნება“, - განაცხადა ტატო შელიამ.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, „თეთრ მთებში“ ნომრის ფასი 40-დან 120 ლარამდე მერყეობს და ფასი კვების რეჟიმზეა დამოკიდებული.
„თეთრი მთები“ მესტიაში მდებარეობს და ამ დროისთვის 5 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, სასტუმროს მენეჯერმა თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ ობიექტის დამფუძნებლებს არცერთი სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლიათ და მფლობელებმა სასტუმროში პირადი თანხები ჩადეს.





























