მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრი სახლი ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზე” ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოც მოხვდა

სს

თეთრის სახლის ახალი ანგარიში, - „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“, - რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული ამერიკული ტარიფებისთვის „გვერდის ავლას“ ეხება, 40-მდე ქვეყანას შორის საქართველოსაც ასახელებს, როგორც ტარიფებისგან თავის დაღწევის გზას. შესაბამის თარგმანს რადიო თავისუფლება აქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, იმ ჩინურ საქონელს, რომელსაც აშშ-ში მაღალი ტარიფები ადევს, ჯერ ყიდიან სხვა ქვეყნებში, შემდეგ პროდუქციას წარმომავლობას უცვლიან, რის შემდეგაც საქონელი აშშ-ში ხვდება - უფრო იაფად. სწორედ ამ „მესამე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.

ასეთივე ქვეყნების სიის „მსხვილ“ კატეგორიაშია ევროკავშირი, კანადა და ისრაელი. სრულ სიაში, საქართველოსთან ერთად, არის „შუა დერეფნის“ მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიც - ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები