თეთრი სახლი Intel-ის აქციების შეძენას განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია Bloomberg-ზე დაყრდნობით ვრცელდება. გამოცემის ინფორმაციით, დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ამ დრომდე არ საჯაროვდება.
არსებული ინფორმაციით, შეთანხმებამ შესაძლოა ჩიპების მწარმოებელი კომპანიის კონკურენტუნარიანობა გაზარდოს, რომელიც თავის კონკურენტებს ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ ჩამორჩება. Bloomberg-ის ცნობით, თეთრ სახლს ასევე სურს, რომ Intel-ს ოჰაიოში აშშ-ში ახალი საწარმოო ობიექტის გახსნის გეგმების განხორციელებაში დაეხმაროს, რაც არაერთხელ გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებას შეეხებოდა, Intel-ის აქციები ( INTC ) 7%-ზე მეტით გაიზარდა.
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გაურკვეველია, როდის ან შეიძლება თუ არა ასეთი გარიგების ხელმოწერა. თუმცა, თუ ეს მოხდება, ეს ასევე შეიძლება გახდეს მოდელი ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ინვესტიციებისთვის, რომელიც განიხილავს შესაძლებლობებს, მსგავსი წილები შეიძინოს სხვადასხვა ამერიკულ კომპანიაში, კრიტიკულ ინდუსტრიებში.




























