მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრი სახლი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

64a9013d5178b
BM.GE
08.07.23 10:35
471

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

კერძოდ, „ამერიკის ხმის“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ძლიერდება, თეთრმა სახლმა უპასუხა:

„ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატოს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა“.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ "ამერიკის ხმისთვის" გაკეთებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები