მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თეთრი სიის" გაუქმება ინფრასტრუქტურის დარგისთვის რთული იქნება - ლევან გოგსაძე

ლევან გოგსაძე

სამშენებლო კომპანია “სმარტ სოლუშენსში” აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული სექტორისთვის “თეთრი სიის” პრეფერენციების გაუქმება რთული იქნება.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ლევან გოგსაძემ BMG-ის განუცხადა, ბიზნესი ამ სიით გათვალისწინებულ უპირატესობებს, მათ შორის საბანკო გარანტიებთან დაკავშირებულ შეღავათს ხშირად ინფლაციური პროცესების გადასაზღვევად იყენებდა.

„სახელმწიფო შესყიდვების თეთრ სიაში მყოფ კომპანიებს აქვთ უპირატესობა, რომ შემსყიდველ ორგანიზაციასთან საავანსო გარანტიის 50% წარადგინოს. სწორედ ამ თეთრი სიის გაუქმებაზეა საუბარი და ეს ყველა ბიზნესისთვის რთული იქნება, განსაკუთრებით რთული იქნება ჩვენი დარგისთვის.

თეთრი სიის პრეფერენციებს ჩვენ გარკვეულწილად ინფლაციური პროცესების გადასაზღვევევად ვიყენებდით, რომელიც ჩვენს დარგში ძალიან მძიმე არის, ძალიან ხშირად ხდება ფასების ცვალებადობა. ეს ცვალებადობა ძირითადად გაძვირების მიმართულებით ხდება, სამშენებლო მასალებზე, შრომით რესურსებზე”, - განაცხადა ლევან გოგსაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი “თეთრი სიის” გაუქმება იყო. რევაზ სოხაძის განცხადებით, ეს საკითხი „მავნე პრაქტიკას უკავშირდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები