მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრმა სახლმა სკოლებისთვის ელექტრო ავტობუსების შესაძენად $900 მილიონი გამოყო

აშშ

თეთრმა სახლმა 530 სასკოლო რაიონისთვის თითქმის $900 მილიონი გამოყო, რაც აღნიშნულ სკოლებში ძველი, შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტობუსების სუფთა, ელექტრო ავტობუსების მოდელებით ჩანაცვლებას მოხმარდება.

აღნიშნული ინიციატივა მესამე ეტაპია აშშ-ის “გარემოს დაცვის სააგენტოს” სუფთა სასკოლო ავტობუსების 5-წლიან პროგრამაში, რომელიც 2021 წელს ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონის ფარგლებში შეიქმნა და მისთვის $5 მილიარდი გამოიყო.

გარემოს დაცვის სააგენტოს დაფინანსება ავტობუსებს 3 400 სკოლაში განაახლებს. თეთრი სახლის ინფორმაციით კი მათგან 92% ელექტროძრავიანი იქნება. მათივე თქმით, დაფინანსების 67% სატომო და სასოფლო თემებში გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს სასკოლო ავტობუსების პროგრამა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ძველი ავტობუსებისგან ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან ერთად, ის თანხვედრაშია ბაიდენის დაპირებასთან, შეამციროს სათბურის აირების ემისიები და მოიზიდოს კლიმატის ფედერალური ინვესტიციები დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის. ამასთან, გეგმა ხელს შეუწყობს, გაზარდოს მოთხოვნა ამერიკული წარმოების ელექტრომობილებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები