მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრწყაროში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება - პრემიერი

5ed8a4272ca68
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.20 11:34
955
თეთრწყაროში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

მისი თქმით, ბოლო 14 დღის განმავლობაში ტესტირების შედეგად თეთრწყაროში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთი ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტი და არც ერთი შემთხვევა ინფიცირების არ გვაქვს. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს თეთრწყაროელებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე და დავიცვათ და ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მოგვიწიოს მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები