მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრყვავილას ბოლქვის მოპოვებისთვის 5-წლიანი ლიცენზია გაიცა

ენძელა

მთავრობის 4 ივნისის განკარგულებით, თეთრყვავილას მოპოვებისთვის აუქციონის საწყისი ფასი 400 000 ლარით განისაზღვრა.

როგორც მთავრობის განკარგულებაში წერია, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა ხუთი წლის ვადით, 25 მილიონი თეთრყვავილას (Galanthus Woronovii) ბოლქვის მოპოვებისთვის, რომლის ყოველწლიური კვოტა უნდა იყოს 5 მლნ ბოლქვი, არაუმეტეს 25 000 კილოგრამისა.

შეგახსენებთ, თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად.

ცნობისთვის, ამ დრომდე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით 2021 წელს იყო გაცემული. ამჟამად კი ლიცენზიის ვადად ხუთი წელი განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები