მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Economist-მა წლის ქვეყნად უზბეკეთი დაასახელა

5dfcca179e1b4
ნათია თაქთაქიშვილი
20.12.19 17:21
1672
ბრიტნაულმა ჟურნალმა The Economist-მა წლის ქვეყნად უზბეკეთი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ პოპულარული გამოცემა წარმატებულ ქვეყნებს ყოველ წელს ასახელებს. ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც უმოკლეს პერიოდში შეძლეს დიდი პროგრესის მიღწევა როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

როგორც გამოცემა წერს, სულ რაღაც სამი წლის წინ უზბეკეთი იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, ჩაკეტილი ეკონომიკით. მართალია, ამ ქვეყნას კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი მორგი მიღწევებისკენ, მაგრამ ქვეყანამ თვალშისაცემი პროგრესი განიცადა 2019 წელს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია პრეზიდენტ შავკატ მირზიევის რეფორმების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

Economist-ის დაკვირვებით, მირზიევმა ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაცია "სიამოვნებით განახორციელა" და პოლიტიკურ რეფორმებზე გადავიდა. "მთავარი პოლიტიკური ცვლილება ისაა, რომ შეხედულებების გამო ადამიანებს ნაკლებად აკავებენ", - წერს ჟურნალი.

მათივე ცნობით, ქვეყანა "ნაკლებად დესპოტური" გახდა: მირზიევმა კოლონია "ჟასლიკი" დახურა, ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტები დაუშვა, ასევე ბიზნესზე ზეწოლა და კორუფცია შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები