მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა უზბეკეთიდან ტურისტების მოსაზიდად აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს

64b67e60d66f6
თამთა ჯიჯავაძე
18.07.23 15:50
639
მთავრობა უზბეკეთიდან ტურისტების მოსაზიდად აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის პირველ მოადგილე ულუგბეკ აზამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უზბეკეთი საქართველოს ერთ-ერთი მზარდი ტურისტული ბაზარია.

ცნობისთვის, უზბეკეთიდან საქართველოში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი დადებითი დინამიკით ხასიათდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ პირველ კვარტალში საქართველოში უზბეკი ტურისტის 8 079 ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 77.2%-ით, ხოლო 2022 წლის რიცხვებს 0.2%-ით აღემატება.

წლის პირველ ნახევარში კი საქართველოში უზბეკეთიდან 20 250 ვიზიტი შესრულდა. ეს რიცხვი 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს 141%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის წლის პირველ ნახევარს 9.3%-ით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ამჟამად ფრენებს ტაშკენტიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით უზბეკეთის ორი ავიაკომპანია ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები