მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

THERMO FISHER SCIENTIFIC-მა $3.1 მილიარდად OLINK HOLDING იყიდა

thermo

სამედიცინო-ფარმაცევტულ ინდუსტრიაში მორიგი მასშტაბური გარიგება შედგა. ამერიკულმა Thermo Fisher Scientific-მა 3.1 მილიარდ დოლარად შვედური Olink Holding-ი შეიძინა.

Thermo Fisher Scientific-ი 1956 წელს დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული კვლევების, ექსპერიმენტული მედიკამენტების დამზადების და სინჯარების შექმნის კუთხით ოპერირებს. კომპანია საფონდო ბირჟაზე 187 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის დიაგნოსტიკის მიმართულებით გლობალური ლიდერია.

რაც შეეხება Olink-ს, ეს კომპანია 2004 წელს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა დეტალური დიაგნოსტიკის წარმოება და დაავადებების მოლეკულურ დონეზე შესწავლაა.

ამ გარიგების შედეგად, Thermo Fisher-ის სახით Olink-ი მიიღებს მდიდარ და სანდო პარტნიორს, თავად Thermo Fisher-ი კი პორტფელის გაფართოებას და დიაგნოსტიკის მიმართულების გაძლიერებას შეძლებს. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები