მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Threads-ის მომხმარებლების რაოდენობამ 275 მილიონს მიაღწია

Threads

მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილი ახალ სოციალურ ქსელს, Threads-ს ამჟამად 275 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც ამ აპლიკაციის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. მომხმარებლების საერთო რაოდენობის ზრდის მიუხედავად, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ Threads-ი ბაზარზე უკვე წელიწად-ნახევარია წარმოდგენილი, ხოლო ამ 275 მილიონიდან დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებლის დაგროვება პლატფორმამ დებიუტიდან პირველ თვეში შეძლო, ანუ მთელი წლის განმავლობაში აპლიკაციის პოპულარობა ფაქტობრივად არ გაზრდილა. ამ შედეგის გათვალისწინებით, Threads-ი თამამად შეიძლება ჩაითვალოს Meta-ს ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პროექტად.

Threads-ის მიმართ საზოგადოების ინტერესის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციის სიმარტივე და შეზღუდული ფუნქციონალია. გარდა ამისა, ცნობილი სახეები, ათლეტები და პოლიტიკოსები ისევ Twitter-ის, ანუ X-ის გამოყენებას აგრძელებენ, ეს კი Threads-ის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.

მენეჯერებთან შეხვედრისას მარკ ცუკერბერგმა Meta-ს გუნდს განუცხადა, რომ Threads-ის განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და აპლიკაციას ახალი ფუნქციონალი დაემატოს, რათა მომხმარებლებმა სოციალური ქსელის გამოყენება აქტიურად დაიწყონ.

გარდა ამისა, ცუკერბერგი მოითხოვს, რომ Facebook-ის, Instagram-ის და Threads-ის სისტემებში რაც შეიძლება სწრაფად ჩაინერგოს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აპლიკაციების ეფექტიანობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ Threads-მა 100 მილიონი მომხმარებლის დაგროვება დებიუტიდან ხუთ დღეში შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა უკვე სოციალური ქსელი არანაკლებ თვალისმომჭრელი ტემპით კარგავს პოპულარობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები