მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიანეთის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება გრაფიკით - აუდიტი

648c9c9f99497
ალა ისპირიანი
16.06.23 22:30
635
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის თანახმად მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია.

"მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება გრაფიკით, ხოლო მიწოდებული წყლის ხარისხი ფაქტობრივად არ მოწმდება. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია", - წერს აუდიტი.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, პრობლემაა ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციის მიმართულებითაც.

"სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები 2019-2021 წლებში სტიქიური მოვლენების შედეგად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ საქართველოს მთავრობის მიერ თანხების დროულად გამოყოფის მიუხედავად, მერიამ ვერ შეძლო პრობლემების მოგვარება, რაც სამუშაოების არასათანადო დაგეგმვა/განხორციელებაზე მიუთითებს", - წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები