მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკზე თავდამსხმელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შსს
04.01.24 10:15
2609

3 იანვარს თიბისი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად დაკავშირებული წარსულში ნასამართლევია და მას ამჯერად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები