მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს 6.4%-მდე ზრდის

63f84ec85f1e4
ინგა მურუსიძე
24.02.23 10:01
1046
თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს 6.4%-მდე ზრდის. საკითხზე თიბისის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„ჯერჯერობით იანვრის მაჩვენებლები არ არის ეკონომიკური ზრდის კუთხით გამოქვეყნებული, თუმცა საგარეო სექტორი, დღგ-ს ბრუნვები, სხვა საკრედიტო აქტივობები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და რასაც ჩვენი მოკლევადიანი პროგნოზების მოდელი აჩვენებს, ჩანს, რომ იანვარშიც და შესაძლოა, თებერვალშიც, ორნიშნა ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. გასულ წელს ჩვენ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ვფიქრობდით 3.5%-საც კი.

ჩვენი ბოლო პროგნოზი ეკონომიკური ზრდის 5%-ია წელს ზრდის კუთხით, თუმცა ორშაბათს გამოვა პუბლიკაცია და წინასწარ გეტყვით, რომ დაახლოებით 6.4%-მდე გავზარდეთ პროგნოზი. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ძლიერი მაჩვენებლებია. ჯერჯერობით საბაზო ეფექტი ცოტა „გვატყუებს“, თუმცა მთლიანობაში აქტივობა მაღალია, ემიგრანტებზე ვხედავთ რა სიტუაციაა, უკრაინაშიც დეესკალაციაც არ მოხდა, რასაც ველოდით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ წელსაც ზრდა 6.4% იქნება“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.