მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი: ქირის ფასი 27%-ით გაიზარდა

6229f7c72b5fd
თათია ჩაფიჩაძე
11.03.22 10:10
1642
უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა. თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსის ირინა კვახაძის ინფორმაციით, საქართველოში გასაქირავებელი ბინები 27%-ით, გასაყიდი კი 10%-ით გაძვირდა.

„საქმიანი დილას“ ეთერში კვახაძემ ბინის გაქირავების საერთაშორისო პლატფორმაზე AIRBNB-ზე გამოტანილი უძრავი ქონების დატვირთულობის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1-15 მარტის პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი 91% იყო.

„უძრავი ქონების ბაზარს საკმაოდ მზარდი ტემპი ჰქონდა, ამ ტემპს აგრძელებს მარტშიც განსაკუთებით კი ფასის თვალსაზრისით. ტრანზაქციების რაოდენობას თუ შევადარებთ წინა წელს 19%-ით არის გაზრდილი, პრეპანდემიულ პერიოდთან შედარებით ზრდა გაცილებით მაღალია, 40%-ით აჭარებს 2019 წელს.

ქირის ფასი გაზრდილია 27%-ით. იანვრის დაკვირვებითაც ქირა ჯერ კიდევ ჩამოუვარდებოდა პრეპანდემიურ პერიოდს და ახლა შეცვლილი რეალობის ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დაეწევა და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც 2019 წლის მაჩვენებლებს.

10%-ით არის გაზრდილი გასაყიდი ბინის ფასი. საინტერესოა, რომ ფასის ზრდა უფრო შეინიშნება ცენტრალურ უბნებში, ვაკეში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე, საშუალოდ ეს არის 15-18%. ჩვენ ასევე ვაკვირდებით AIRBNB-ზე გამოტანილ გასაქირავებელ ბინებს. აქაც საკმაოდ დიდი ზრდაა 1-15 მარტის პერიოდში. ეს არის პატარა შერჩევა, დიდი შერჩევა როცა გვექნება, უფრო კარგად შეგვეძლება საუბარი, თუმცა ახლა ამ მონაცემებით დატვირთვა გაზრდილია და 91% გახდა, გამოტანილი ბინები სრულად დატვირთულია და ზრდა წინა წელთან 25%-ია, ფასის ნაწილში აქაც 27%-იანი მატება გვაქვს, უნდა ველოდოთ, რომ ფასი კიდევ გაიზრდება. ყველაზე დიდია მოთხოვნაა თბილისში.“ - განაცხადა კვახაძემ.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება ამას ფულად შემოდინებებზე, თიბისი კაპიტალში გვპასუხობენ, რომ რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქეების გაზრდილი მიგრაციის ფონზე ფინანსური მაჩვენებლები 50-100 მლნ დოლარით გაიზრდება, თუმცა მეორე მხრივ წელს შემცირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.

„თუკი გაიზრდება მიგრაციული შემოდინება ქვეყანაში, ამ შემთხვევაში 50-100 მლნ დოლარით მეტს ველოდებით, უძრავი ქონების ბაზარზე ეს შემოდინება დადებითად მოქმედებს, თუმცა მეორე მხრივ ტურიზმის ბაზარზე დიდ გავლენა მოახდენს, ვიცით რომ ორი მნიშვნელოვანი ბაზარია რუსეთი და უკრაინა, შესაბამისად, აქედან შემცირებული შემოდინებები ნეგატიურად აისახება ტურიზმზე.“ - აღნიშნავს კვახაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები