“თიბისის“ არხებით, ფულად გზავნილებში, ძალიან პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ივნისში, პრაქტიკულად, შემცირება განულდა. მაისის ბოლო 2 კვირის მონაცემებით, ფულადი გზავნილები დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც შარშან ანალოგიურ პერიოდში იყო, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიმოხილვისას განაცხადა.
როგორც მერი ჩაჩანიძე განმარტავს, კვლევის მონაცემების მიხედვით, გადმორიცხვებში ყველაზე დიდ წილს იკავებს ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ჯამურად. მისივე განმარტებით, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, ამ მხრივ, 17%-იანი ზრდა შეინიშნება, ხოლო ჯერჯერობით ნეგატიური ტენდენციაა რუსეთიდან გადმორიცხვების თვალსაზრისით.
მერი ჩაჩანიძის თქმით, პოზიტიური ტენდენციაა დაკრედიტებაზე განაცხადების თვალსაზრისით.
„განაცხადების რაოდენობაში კლება არის მხოლოდ 19%, ხოლო 1 თვის წინ 40%-იანი შემცირება იყო, - აღნიშნავს ის.