“თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, 2023 მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.6%-ს მიაღწევს, 2024 წელს კი ზრდა 4.8%-მდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, ორგანიზაცია 2023 წელს 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.
ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში - 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.60, 2024-ში კი - 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.91, 2024 წელს კი 3.08 არის ნავარაუდები. თიბისი კაპიტალის ლარის პროგნოზის მიხედვით, სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება საბაზო სცენარი არ არის.
თიბისი კაპიტალის 2022 წლის დეკემბრის მაკრო-სექტორული მიმოხილვის შემდეგ: ევრო აშშ დოლარის მიმართებით გამყარდა, აშშ დოლარის მთავარი განაკვეთი შემცირდა, მიგრანტების გადინება წელს ნაკლებ სავარაუდოა, ეკონომიკის ზრდა ნორმალიზდება, ინფლაცია დაბალია, ლარი კი „წონასწორულ“ ნიშნულს გასცდა. 2023 წელს “თიბისი კაპიტალი” რეფინანსირების განაკვეთის 10%-მდე შემცირებას პროგნოზირებს, 2024 წლამდე კი 8.5%-მდე.