მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, „ბასკინ რობინსი“ გაიხსნა

609528219fbbc
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 16:15
1208
ბნელ 90-იანებში, როგორც ამ წლებს ხშირად ვუწოდებთ, „ბასკინ რობინსი“ იყო ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს თავი ნათელი ფერებით, მაღალი ხარისხის და ყველასთვის საყვარელი გემოებით დაამახსოვრა.

თითქმის 30 წლის შემდეგ, ბასკინ რობინსი საქართველოში ბრუნდება და 4 ახალი ობიექტითა და ამბიციური გეგმებით, პირველი ფილიალი განახლებული ჭავჭავაძის გამზირის #17-ში ხსნის.

თავის მხრივ, თიბისი ლიზინგმა, როგორც აქტიურმა დაფინანსების ინსტრუმენტმა ბიზნესებისთვის, ბასკინ რობინსს საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ სპეციალური მაცივრები დაუფინანსა.

„მოგეხსენებათ ახალი ბიზნესის დაწყება და შემდგომ მისი განვითარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართულ ბიზნესს ნებისმიერ ეტაპზე - დავუფინანსოთ საჭირო დანადგარები და ამით გამოვუთავისუფლოთ ფულადი რესურსი, რომელსაც საქმიანობის განვითარებისკენ მიმართავენ. გვიხარია რომ საქართველოს ბაზარზე ასეთი წარმატებული და ხარისხიანი ბრენდის შემოსვლის მონაწილენი გავხდით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა მსგავს წამოწყებას“, - აცხადებს თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი თეკლა რობაქიძე.

თიბისი ლიზინგი აფინანსებს ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ მაისიდან გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელი უმაღლესი ხარისხის ნაყინებით გავანებივროთ, რაც ვფიქრობდით, რომ ქართულ ბაზარს ძალიან აკლდა. რეალურად პრემიალური ხარისხის ნაყინის შეძენა საქართველოში ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკული ბრენდი შემოგვეყვანა, რაც თავისთავად არ აღმოჩნდა მარტივი და ამისათვის საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გავიარეთ. აქვე მინდა ავღნიშნო “თიბისი” ლიზინგის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმისათვის რომ პროექტი წარმატებით განგვეხორციელებინა. მათი მხრიდან შემოთავაზებული პირობები მისაღები აღმოჩნდა და შეთანხმება საკმაოდ მცირე დროში შევძელით“, - აღნიშნა „ბასკინ რობინს“ საქართველოს თანადამფუძნებელმა ლევან გოგავამ.

ბასკინ რობინსი თბილისის მასშტაბით მხოლოდ მაისის თვეში კიდევ სამ ფილიალს გახსნის, კერძოდ: სითი მოლში, თბილისი გალერიასა და ისთ ფოინთში. სამომავლოდ, კომპანიის გუნდი საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გეგმავს. ეს ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას.

ცნობისთვის: ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი”1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოში.

თავდაპირველად ბასკინ რობინსი 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31“ აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო გაესინჯა. დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმხარისხის ნაწარმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები