მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისიმ" და "საქართველოს ბანკმა" მოვაჭრეებისთვის შეღავათის დაწესების მზაობა გამოთქვეს - კალაძე

ბორჯომის ვაგზალი

"თიბისი ბანკმა" და "საქართველოს ბანკმა" "ბორჯომის ბაზრობაზე" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზების მზადყოფნა გამოთქვეს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, მომხდარის გამო, გარკვეული პერიოდით, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც „საქართველოს ბანკთან, ისე „თიბისი ბანკთან“. მინდა, მათ პირადად გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, ვინაიდან მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, საშეღავათო პერიოდი ექნებათ. შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება.

30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სრულად დაიწვა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.

ვის ეკუთვნის "ბორჯომის ბაზრობის" ტერიტორია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები