მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიკარაძე : „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციის ნაწილში წყვეტა არ იქნება

60df133dca480
ინგა მურუსიძე
02.07.21 17:27
389
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ნაწილში წყვეტა არ იქნება. როგორც ტიკარაძემ თქვა, საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ყველა მოქალაქე კუთვნილ ვაქცინას მიიღებს.

„კოვაქს-პლატფორმასთან მიმართებაში დაზუსტებული თარიღი არ გვაქვს, თუმცა რაც შეეხება იმ ვაქცინების დონაციას, რომელიც უკვე რეგისტრირებული არიან და ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიიღოს მეორე დოზა ვაქცინა 10-დან 12 კვირამდე პერიოდში, მოლაპარაკებები დასრულებულია და უახლოეს დღეებში ექნებათ განახლებული ხელმისაწვდომობა კუთვნილ ვაქცინებზე. არანაირი წყვეტა არ იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე დეფიციტი გაჩნდა. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინების ნაწილი დაიკარგა, ან პირველი დოზით აცრისთვის გამოიყენეს და ა.შ. ამჟამად მეორე დოზით იცრებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომელთა პირველი დოზით აცრიდან 10-12 კვირამდეა გასული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები