მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიკარაძე კოვიდ-სტატისტიკაზე: „საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს"

5fea214c2e9e6
BM.GE
28.12.20 22:24
435
„გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

შეგახსენებთ, ამ დრომდე კორონავირუსს საქართველოში 2418 პაციენტი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები