თანამედროვე სამყაროში, სადაც მასობრივი წარმოება დომინირებს, ხელნაკეთი, ავთენტური ნივთები განსაკუთრებულ ფასეულობას იძენს. კერამიკა საქართველოში უძველესი ტრადიციების მატარებელია, თუმცა დღეს ქართული თიხით მუშაობა ბევრი ხელოვანისთვის რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რის გამოც მასალას ხშირად საზღვარგარეთიდან იწერენ. ჩვენი შემდეგი სტუმარი, კერამიკოსი და ქართული თიხის მკვლევარი ირინა ჯიბუტი, უკვე 20 წელია არღვევს ამ ტენდენციას. ირინა თავად მოიპოვებს მასალას ბუნებაში, შემდგომ კი საკუთარ სახელოსნოში ამუშავებს და იკვლევს. მისი შემოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ კერამიკული ჭურჭლით ან სუვენირებით - ის თიხით ტილოზეც ხატავს. ირინას აქვს საკუთარი სივრცე და გალერეა, სადაც ქართული თიხის შესაძლებლობებს აუდიტორიას აცნობს. რატომ არის ქართული თიხით მუშაობა რთული, რა ტექნოლოგიურ პროცესებს გადის მასალა ბუნებიდან გალერეამდე და როგორია კერამიკის, როგორც ბიზნესისა და ხელოვნების პერსპექტივები საქართველოში?
სტუმარი: ირინა ჯიბუტი - კერამიკოსი და ქართული თიხის მკვლევარი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























