მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ი არ გაიყიდება - ByteDance-ი აშშ-ს პასუხობს

TikTok

TikTok-ის ჩინურმა მშობელმა კომპანია ByteDance-მა განაცხადა, რომ იგი აშშ-ში საკუთარი ბიზნესის გაყიდვას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს სოციალური ქსელის ეს პლატფორმა, თუ იგი ამერიკელ მფლობელზე არ გაიყიდება.

“უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ByteDance-ი TikTok-ის გაყიდვას ცდილობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ TikTok-ის გაყიდვის არავითარი გეგმა არ გვაქვს”, - წერს კომპანია საკუთარ სოციალურ ქსელ Toutiao-ზე.

ByteDance-ის ეს განცხადება გასულ კვირას გამოქვეყნებულ სტატიებს შეეხება, რომლის თანახმადაც, იგი TikTok-ის პოტენციური შესყიდვისთვის კომპანიას ეძებს.

შეგახსენებთ, რომ TikTok-ის აკრძალვას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას მოაწერა. აშშ-ის გადაწყვეტილების უკან დგას რისკი, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ByteDance-სა და მის მიერ მოპოვებულ მონაცემებზე აქვს წვდომა, მიუხედავად იმისა, რომ თავად TikTok-მა ეს ბრალდება არაერთხელ უარყო. მათი ინფორმაციით, ByteDance-ი პლატფორმის მხოლოდ 20%-იანი წილის მფლობელია. სოციალური ქსელის 60%-ს სხვადასხვა ინვესტორი, მათ შორის აშშ-ის მსხვილი საინვესტიციო ინსტიტუტები ფლობენ. დარჩენილი 20% კი კომპანიის თანამშრომლებზეა გადანაწილებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ByteDance-ის საბჭოს 5 წევრიდან, 3 - ამერიკელია.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ByteDance-ს 9 თვე აქვს იმისთვის, რომ კომპანია ამერიკელ მფლობელზე გაყიდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები