მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TikTok-ის დახმარებით ფოტოების ვიდეოდ გადაქცევას შეძლებთ

TikTok

მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი, ჩინური TikTok-ი ფართოვდება და ახალ ფუნქციონალს აანონსებს.

ამჟამად, TikTok-მა ახალი AI-ფუნქციონალი გაუშვა, რომლითაც სტატიკური სურათების ვიდეოდ გადაქცევა იქნება შესაძლებელი. ამ ფუნქციონალს TikTok AI Alive ჰქვია და ის მხოლოდ TikTok-ის შიგნით, Story Camera-ის გამოყენების დროს იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ხელოვნური ინტელექტი ფოტოს აამოძრავებს, მეტად ატმოსფერულს გახდის და კრეატიულ ეფექტებს შესძენს. აი, მაგალითად, თუ ფოტოზე გამოსახულია ცა, ღრუბლები და ოკეანე, TikTok-ის ხელოვნური ინტელექტი მას გადააქცევს ვიდეოს, სადაც ქარი უბერავს, ღრუბლები მოძრაობს და ამ ყველაფერს თან ტალღების ხმა მოჰყვება. AI-ით დამუშავებული ვიდეოები შესაბამისი ნიშნით გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები