მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ის ვიდეო თამაშების ბიზნესი Tencent-მა იყიდა

ten by

სოციალურ ქსელ TikTok-ის მფლობელმა კომპანია ByteDance-მა ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიზნით, კომპანიამ 1,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა და ბიზნესი გაასხვისა.

როგორც ცნობილია, ByteDance-ის ვიდეო თამაშების დეპარტამენტი ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Tencent-მა იყიდა, რომელიც ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა. ამ ეტაპზე კომპანიები გარიგების მოცულობას არ ასაჯაროებენ, რადგან ტრანზაქციასთან დაკავშირებით ჯერ ქვეყნის ეროვნულ მარეგულირებელს საბოლოო დასტური არ გაუცია.

DyteDance-ის ეს უცნაური გადაწყვეტილება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ვიდეო თამაშების ბაზარი განსაკუთრებით მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. ერთი მხრივ არიან Microsoft-ისა და Sony-ს მასშტაბების ტექნოლოგიური გიგანტები, მეორე მხრივ კი Tencent-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც 100-მდე თამაშს ფლობენ, მათთან კონკურენციის გაწევა კი მარტივი ნამდვილად არ არის.

ვითარებას უფრო მეტად ართულებს ის ფაქტიც, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, აქტიური მოთამაშეების რაოდენობამ იკლო, თუმცა ჩინეთის მთავრობის დამოკიდებულება ვიდეო თამაშების მიმართ საგრძნობლად გამკაცრდა, ამიტომაც ByteDance-მა ამ ბაზარზე დარჩენაზე უარი განაცხადა.