ჟურნალმა TIME-მა 2019 წლის ადამიანად შვედი კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი დაასახელა. თუნბერგი, რომელიც იანვარში 17 წლის გახდება, დაახლოებით ერთი წელია აქტიურად აპროტესტებს კლიმატის ცვლილებებს და მსოფლიო ლიდერებს და მთავრობებს საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა გლობალური დათბობა შეჩერდეს.
გრეტა თუნბერგის პარასკევობით საპროტესტო გამოსვლებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქალაქში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები აიყოლია.
გრეტა თუნბერგმა შეძლო მსოფლიო ლიდერების და საზოგადოების ყურადღების კლიმატური ცვლილებებისადმი მიპყრობა.