მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TIME-მა წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა

ტეილორ სვიფტი

გამოცემა TIME-მა 2023 წლის ადამიანად არტისტი ტეილორ სვიფტი დაასახელა.

სვიფტმა მსგავსი აღიარება დაიმსახურა People-სგან, რომელმაც არტისტი 2023 წლის ყველაზე საინტერესო ადამიანად დაასახელა და Forbes-მა, რომელმაც ის მედიისა და გართობის სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში ნომერ პირველ ადგილზე დაასახელა.

33 წლის ასაკში სვიფტი 12 გრემის ჯილდოს მფლობელი, კარიერის მწვერვალზეა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ტეილორ სვიფტი გლობალურად Spotify-ს most-streamed არტისტია მას შემდეგ, რაც Bad Bunny ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იკავებდა ტიტულს. Spotify Wrapped-ის თანახმად, მისმა სიმღერებმა წლის დასაწყისიდან 26,1 მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა.

ამასთან, Bloomberg-ის თანახმად, მიმდინარე წელს პოპ-ვარსკვლავის ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა. მომღერალმა Eras-ის ტურზე იმდენი ფული გამოიმუშავა, რამდენიც მცირე ქვეყნების ეკონომიკებმა.