მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თინათინ რუხაძეს ახალი მოადგილე ჰყავს - პოსტზე თეიმურაზ გამცემლიძე დაინიშნა

თეიმურაზ გამცემლიძე

"ოცნების" მთავრობაში კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის მოადგილედ თეიმურაზ გამცემლიძე დაინიშნა, რომელმაც პოსტზე საკრებულოში დაბრუნებული ბექა დავითულიანი ჩაანაცვლა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი ბრძანებებიდან ხდება ცნობილი.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს თეიმურაზ გამცემლიძე საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ", - წერია განკარგულებაში.

სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ თეიმურაზ გამცემლიძეს აქვს 30 წლიანი ხელმძღვანელ გამოცდილება კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში.

2014 წლიდან დღემდე – მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, მათ შორის კომპანიის დირექტორად;

განათლება და გადამზადება:

  • 1993-1997 – ილია ჭავჭავაძის პედაგოგიური ინსტიტუტი, გერმანული ენის სპეციალისტი და პედაგოგი.
  • 2016-2017 – გადამზადება საფრანგეთში, ფრანგულ კომპანიაში „La Compagnie des Alpes“..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები